ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი
ევროსაბჭოს ხელმძღვანელი და დირექტიული ორგანო. მისი პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ღონისძიებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის რეკომენდაციების, სხვადასხვა სამთავრობათაშორისო კომიტეტებისა და დარგობრივი მინისტრების წინადადებების შესასრულებლად. დაბოლოს, მინისტრთა კომიტეტი ამტკიცებს ევროპის საბჭოს საქმიანობის პროგრამასა და ბიუჯეტს. საგარეო საქმეთა მინისტრები აწყობენ შეხვედრებს წელიწადში ორჯერ მაინც, რათა შეაფასონ პოლიტიკური სიტუაცია და განიხილონ ევროპული თანამშრომლობის საკითხები. ევროპის საბჭოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრები ახდენენ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას თავიანთ მოადგილეებზე (პრაქტიკულად კი - მუდმივ წარმომადგენლებზე). მათი შეხვედრები ტარდება თვეში ორჯერ მაინც, ელჩების დონეზე. აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყნის მინისტრი რიგრიგობით, ექვსი თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობს კომიტეტს. ევროსაბჭოს წესდების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერიოზულად არღვევს საკუთარ ვალდებულებებს, მინისტრთა კომიტეტი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოცემული სახელმწიფოს წევრობის შეჩერების, მისი გამოწვევის და, უკიდურეს შემთხვევაში, ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებაც კი. მინისტრთა კომიტეტი აგრეთვე აკონტროლებს იმას, თუ როგორ სრულდება მოცემულ წევრ სახელმწიფოში მიღებული კონვენციებისა და შეთანხმებების მოთხოვნები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში არსებულ კონვენციებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ძირითადი დოკუმენტები (ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, წამების საწინააღმდეგო კონვენცია და ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ) ითვალისწინებენ შესრულების კონტროლის მექანიზმს.
Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი" в других словарях:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო — • 1950 წლის კონვენციით დაარსდა, შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენიც არის მაღალი ხელშემკვრელი მხარე. დღესდღეობით მათი რაოდენობა ორმოცდათხუთმეტია. სამოსამართლო საქმიანობას მოსამართლე ახორციელებს თავისი ინდივიდუალური უფლებამოსილებით და არ… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის საბჭო — • ერთ ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც 8 მილიონზე მეტ ევროპელს აერთიანებს. მისი უმთავრესი საქმიანობა ადამიანის უფლებათა პრინციპების დამკვიდრებაა. ევროპული სასამართლო ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»